OKfun სამშაბათი, 2019-07-16, 1:55 AM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
კატეგორიები
NEWS
ფოტოები
ლექსები
სტატუსები
გართობა
სპორტი
მოდა
პაპარაცი
TV
ქართველები
LOVE
მუსიკა
ეს საინტერესოა
სასარგებლო
პრობლემები
სამზარეულო
ჩვენი გამოკითხვა
თქვენი კალათა ცარიელია
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 13 » რიკარდო კაკამ რეალის იმედები ვერ გაამართლა
2:17 PM
რიკარდო კაკამ რეალის იმედები ვერ გაამართლა
http://img.listal.com/image/1135538/600full-ricardo-kaka.jpg
მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ფეხბურთელის კაკას განცხადებით, იგი ხვდება, რომ "სამეფო გუნდის" იმედები ვერ გაამართლა და მომავალ სეზონში შეეცდება ისეთ ფორმაში ჩადგეს, როგორშიც "მილანში" იყო და ესპანურ გრანდთან ერთად წარმატებებს მიაღწიოს. "პერსონალურად ჩემთვის სეზონი წარმტებული ნამდვილად არ ყოფილა, კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი მედგა. კოლექტიური თვალსაზრისით კი - ცუდი შედეგი ნამდვილად არ გვქონია, რადგან მოვიგეთ სამეფო თასი ბარსელონასთან დაპირისპირებაში, მივაღწიეთ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალს და ლა ლიგაში დავიკავეთ მეორე ადგილი. მართალია ეს ისეთი გუნდისათვის, როგორიც მადრიდის რეალია საკმარისი არ არის, მაგრამ ურიგო შედეგით უკმაყოფილონი არ ვართ. პირადად ჩემთვის კი მართლაც დრამატული სეზონი იყო, იანვრამდე ტრავმირებული ვიყავი, მარტში ისევ ტრავმა მივიღე და ფაქტიურად მხოლოდ ბოლო 2 თვე ვითამაშე. ოპერაციის გაკეთება არ მსურდა, მაგრამ ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატამდე ნათელი იყო, რომ ექიმის ლანცეტს ვერ გადავურჩებოდი. მუნდიალის დასრულების შემდეგ კი წავედი ამერიკაში, სადაც რამდენიმე ექიმთან გავიარე კონსულტაცია და ყველა მათგანმა ოპერაციის გაკეთება მირჩია, შემდეგ ბელგიაში წავედი, სადაც ჩემი ძმა მკურნალობდა, იქაც იგივე პასუხი მივიღე და ამ ყველაფრის შემდეგ მივიღე ეს მძიმე გადაწყვეტილება. საბედნიეროდ ახლა არანაირი პრობლემა აღარ მაწუხებს და 100%-ით მზად ვარ სათამაშოდ. მომავალი სეზონის გამოწვევა იქნება დავუბრუნდე თამაშის იმ დონეს, რომელსაც მილანში ვაჩვენებდი. მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ კვლავ შემიძლია გავაკეთო ის რასაც ჩემგან მოითხოვენ."– განაცხადა კაკამ
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 839 | დაამატა: DisfanMedia
სულ კომენტარები: 1
DisfanMedia   miyvarxar magari xar magariiiiiii <3
3:20 PM   მომწონს 0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
მინი-ჩეთი
ფუნქციები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

დიზაინი შექმნილია "ART DESIGN" © 2019
Free web hosting - uCoz