OKfun ხუთშაბათი, 2024-04-18, 2:50 PM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
კატეგორიები
NEWS
ფოტოები
ლექსები
სტატუსები
გართობა
სპორტი
მოდა
პაპარაცი
TV
ქართველები
LOVE
მუსიკა
ეს საინტერესოა
სასარგებლო
პრობლემები
სამზარეულო
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივლისი » 21 » ნანუკა ჟორჟოლიანი მესამე შვილის გაჩენას არ აპირებს
4:27 PM
ნანუკა ჟორჟოლიანი მესამე შვილის გაჩენას არ აპირებს

ნანუკა ჟორჟოლიანი მესამე შვილის გაჩენას არ აპირებს



Ambebi.Ge"არაფერი მაინტერესებს გარდა იმისა, რაც ჩემს ოჯახში ხდება!"

ტელე
და რადიოწამყვანი და მუდამ აქტიური ნანუკა ჟორჟოლიანი ოჯახურ ცხოვრებაში
თავით გადაეშვა. ის საპატიო მიზეზით სამსახურისგან ოთხი თვით ისვენებს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ნანუკასა და ირაკლი კოდუას ბიჭი, საბა
შეეძინათ და 28 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე მონათლეს. პატარა საბას რვა
ნათლია ჰყავს. ნანუკა ამბობს, რომ ყველა სტუმარი ხუმრობდა, ეტყობა, მეტი
ბავშვის გაჩენას აღარ აპირებთ და ამიტომ გყავთ ამდენი ნათლიაო.
როგორც
ნანუკა ამბობს, დაფეთებული დედაა, თუმცა 11 წლის მარიამი, რომელიც პირველი
ქორწინებიდან ჰყავს, კიდევ უფრო მეტი ყურადღების ქვეშაა. ჟურნალისტს საბას
ნათლობის ამბები გამოვკითხეთ.


- ნანუკა, გილოცავ პატარის შეძენას. როდის დაიბადა საბა და ვის პატივსაცემად დაარქვი სახელი?
-
საბა დაიბადა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. მთელი ცხოვრება მინდოდა,
ბიჭისთვის ჩემი ძმის სახელი, მიშიკო დამერქმია, მაგრამ ბოლოს
გადაწყვეტილება შევცვალე, ჩემი მოძღვრის სახელია საბა და მის პატივსაცემად
დავარქვი.

- იცოდი, ბიჭი რომ გეყოლებოდა?
-
დაფეხმძიმებიდან ძალიან მალე გავიგე, 21-ე საუკუნეა. ზოგისთვის ეს
ცრურწმენას უკავშირდება და არ იგებენ, მაგრამ ჩემთვის ბავშვის სქესის
გაგება გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებს უკავშირდება (იცინის).

- რამდენადაც ვიცი, ძალიან აქტიური ორსული იყავი?
-
პირველი თვეები კი, რადიოშიც დავდიოდი, გადაცემა მიმყავდა, მაგრამ ბოლო
თვეს უკვე ვიწექი. ძალიან მძიმე, ტოქსიკური ორსულობა მქონდა და მეცხრე
თვეში მდგომარეობა ცოტა გამირთულდა.

- საბა რამხელა დაიბადა?
-
სამი კილო და ექვსასი გრამი, 52 სანტიმეტრი. ახლა უკვე ხუთი კილო და ორასი
გრამია. ვხუმრობ, რომ უკვე მამის სიმაღლეა, გოლიათს ვეძახი (იცინის).
ყოველ შემთხვევაში, წონას თუ შევადარებთ, მამა-შვილი ნამდვილად ერთი წონის
არიან.

- დედას ჰგავს თუ მამას?
- ამბობენ,
რომ მე მგავს. აი, სურათებს რომ ნახავ, თავადაც დარწმუნდები, მაგრამ
ხასიათით მამას ვამსგავსებ. როგორც წესი, ასეთი პატარა ბავშვები
ჭინჭყლობენ, არ სძინავთ, რეჟიმს არ ემორჩილებიან, საბა კი ძალიან წყნარია,
მთელი ღამე მშვიდად სძინავს. გათენება არ გვიწევს.

- პატარას თავად ზრდი?
-
მეხმარებიან, ძიძა მყავს, მაგრამ თავად ვზრდი. სამსახურში ვერ გავდივარ,
კანონით ოთხთვიანი დეკრეტული შვებულება მაქვს და ბოლომდე გამოვიყენებ. ამ
ასაკში ბავშვის გაჩენა სხვა რამ ყოფილა. 17 წლის ვიყავი, მარიამი რომ
შემეძინა. ყველაფერი კარგად მახსოვს, მაგრამ ამ ასაკში დედობა მაინც სულ
სხვა განცდაა. ხომ ამბობენ, სიბერეში შვილის გაჩენა სხვააო (იცინის). ამას
იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ბებერი ვარ, უბრალოდ, მინდა გადმოგცე, რა
განწყობა მაქვს. ძალიან დაფეთებული დედა ვარ! სულ ვუყურებ, აბა, ახლა
სხვანაირად დაამთქნარა, ახლა გაიღვიძა, ახლა დაიძინა-მეთქი. თუმცა საბას
გაჩენამ მარიამის მიმართ ყურადღება გამიათმაგა.

- ხომ არ ეჭვიანობს?
-
არა, ეჭვიანობის საბაბს არ ვაძლევ, რადგან მასზე ორმაგად ვზრუნავ. მის
მიმართ კიდევ უფრო ყურადღებიანი ვარ, ვიდრე საბას მიმართ. მარიამი მაინც
ნომერი პირველია და ვერ იეჭვიანებს (იღიმება).

- საბას ნათლობის ამბები მოგვიყევი...
-
აღდგომის მერე ამაღლების დღესასწაული იყო ყველაზე ახლოს. ბავშვს ხომ,
წესით, მეორმოცე დღეს ნათლავენ და შევეცადე, არ გადამედო. მინდოდა,
მონასტერში მომენათლა, მამა საბა ბერია, მაგრამ საქართველოში არ გახლდათ,
ამიტომ ირაკლი რომელ მონასტერშიც დადის, იქ მოვნათლეთ. ზედაზნის მონასტერში
საბასთან ერთად ირაკლის პატარა ძმისშვილიც მოინათლა, გიორგისა და თეონას
შვილი. ძალიან ლამაზი ნათლობა გამოვიდა, გოგო-ბიჭის.

- საბას ნათლიები ვინ იყვნენ?
-
ჩვენი მეგობრები ნუკრი ჩიკვილაძე, დათო როგავა, ზვიად ცხოვრებაძე, გიორგი
მიქაძე, დედა მარიამი, სოფო ჩიქოვანი, პეტრე ცისკარიშვილი და თამარ
სტეფანიშვილი. ჩემს შვილს რვა ნათლია ჰყავს და ყველა ხუმრობდა, როგორ
გეტყობათ, რომ მეტი შვილის გაჩენას არ აპირებთო (იცინის). თან გვითხრეს,
რომ ეკლესია სულიერი დედებისა და მამების რაოდენობას არ ზღუდავს. გვინდოდა,
ყველა ეს ადამიანი ყოფილიყო საბას ნათლია.

- მეტი შვილის გაჩენას მართლა აღარ გეგმავ?

- საბა ალბათ ერთადერთი ჩვენი საერთო შვილი იქნება. წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ, მაგრამ ასე გადავწყვიტეთ.

- საბამ რა საჩუქრები მიიღო?

- ბევრი ხატი და ჯვარი, ასევე ტანსაცმელი.

- თავად თუ მიიღე რამე საჩუქარი?
-
ჩემმა მეგობარმა თათა სახელაშვილმა სვაროვსკის მძივი მომიტანა, ხოლო მეორე
მეგობარმა - სვაროვსკის საყურეები. ეს მძივი ძალიან მაზალოა, გოგონა,
რომელსაც გული ახატია. საერთოდ, სვაროვსკის სამკაულები ძალიან მიყვარს.

- ნანუკა, ბავშვს თავად ასეირნებ?
-
აქამდე გარეთ არ გამიყვანია, მონათლული არ იყო და მეშინოდა. მხოლოდ
აივანზე გამყავდა. ბებიაჩემი მარუსია ამბობდა, მოუნათლავი ბავშვის სარეცხი
გვიან ღამემდე გარეთ გაფენილი არ უნდა გააჩეროო. ასეთი დამოკიდებულებაა,
სანამ პატარა ქრისტიანად არ მოინათლება, შიში გაქვს. გგონია, რომ ნაკლებად
დაცულია. ახლა უკვე თავისუფლად გავიყვან.

- ირაკლი როგორი მამაა?
-
მოუცლელი მამაა, როგორც მანამდე მოუცლელი ქმარი იყო (იცინის). ვხუმრობ,
ირაკლი ისედაც მაგარი მამაა, რადგან შვილები ჰყავს და ჯერ იმათთან უფრო
მამობს, ვიდრე საბასთან. ვერ ვიტყვი, რომ ირაკლიმ ისეთი თვისებები
გამოამჟღავნა საბას დაბადების შემდეგ, რაც არ ვიცოდი.

- ნანუკა, შენი ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?
-
ცხოვრებას ეტაპებად არ ვყოფ. ახლა იმავე ეტაპზე ვარ, ოღონდ სხვა
განცდებით. არასდროს წინასწარ არ ვგეგმავ, რა იქნება ხვალ. არ დამიგეგმია
არც ირაკლის არსებობა ჩემს ცხოვრებაში და არც დაფეხმძიმება. როცა ასეთი
გეგმები არ გაქვს, არც ეტაპები არსებობს.

- ანუ შენს ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად ხდება?
-
ისე ხდება, როგორც უნდა მომხდარიყო, მჯერა, რომ სპონტანურად არავის
ცხოვრებაში არაფერი ხდება, თუმცა ამაში ადამიანი ხელს უწყობს, ან არ
უწყობს. ამჟამად ისეთი ბედნიერი ვარ, რომ არაფერი მაინტერესებს გარდა
იმისა, რაც ჩემს ოჯახში ხდება. თუ მაინტერესებს, ეს არის არა ჟურნალისტის,
არამედ ჩვეულებრივი მოქალაქის ინტერესი.

ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/masmedia/5375-nanuka-zhorzholiani-mesame-shvilis-gachenas-ar-apirebs.html#ixzz1SjzPvx5e
კატეგორია: ქართველები | ნანახია: 2780 | დაამატა: DisfanMedia
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
მინი-ჩეთი
ფუნქციები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

დიზაინი შექმნილია "ART DESIGN" © 2024
Free web hosting - uCoz