OKfun ოთხშაბათი, 2024-04-24, 11:46 PM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
კატეგორიები
NEWS
ფოტოები
ლექსები
სტატუსები
გართობა
სპორტი
მოდა
პაპარაცი
TV
ქართველები
LOVE
მუსიკა
ეს საინტერესოა
სასარგებლო
პრობლემები
სამზარეულო
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » ლექსები
11:26 PM
ლექსები

დამხატე,

დამხატე...
ოღონდ ნუ
დამხატავ ასე სევდიანს.

შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით.
შემომაძარცვე
ეს ავბედითი მელანქოლია.

თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე
ზეცა...

ოღონდ თეთრი მოსაწყენია.
დახატე სივრცე...
ოღონდ
ლურჯი აღარ დახატო.

მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთაცვენით.
იქნებ
მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.

თეთრი ზამთარი?




ღამეა ბნელი, წყვდიადი
სიბნელე
შიშსა ჰზავებსა

ამ ბნელს გაუძლებს მარტოდენ
დიადი მსგავსი ხვანგისა
მისი
სახელი სახვეწარ

დიდად განთქმული გვარისა
შეიქმს შიშს, შეიქმს
სიყვარულს

მისაბაძს მისას გარჯისას.




..როდესაც ყველაფერი
ცუდად მიდის და იმედიც თითქმის დაილია,გაიხსენე რომ მზე გათბობს მის
მაგივრად,ნიავი გეფერება და ჩუმად ყურში ჩაგჩურჩულებს მიყვარხარ,ყვავილები
მის მაგივრად გიღიმიან და მთვარე კი გფარველობს და კიდევ ერთხელ
გეუბნება,რომ სიყვარული ყველაზე ძნელია ამ ქვეყანაზე....

პ.ს
...დღეს
რომ შენ საყვარელ არსებას "გაებუტე"ქვეყნის დაქცევა ნუ გეგონება,ეს ხომ


სიყვარულის
განუყრელი ნაწილია?!


...დიდი სიყვარულისთვის დიდი პატიება უნდა
შეგეძლოს...


...იცოდე გულწრფელ თვალებს არ ეღალატება და
თუ გენდობა აუცილებლად უყვარხარ...







წვიმა როგორ მოვა,

ცაა ცარიელი,
დაბლა
გამომშრალი გდია დედამიწა...

მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,
მკერდზე
სიგარეტით გული ამოვიწვა.




ისევ სიმარტოვე,
ისევ შენზე ფიქრები იცი? მომენატრე მარა სად ხარ შენ არ

ვიცი.
მენატრები თან ძალიან მაგრად, იცი ჩვენ მომავლისკენ რომ ვიხედები

ძალიან
დიდ სინათლეს ვხედავ, აი ვზივარ და ვუყურებ მთვარეს ვფიქრობ, რამე





მწამს მოლოდინი, თუნდაც
უსასრულო,

შენი მონატრება არ მსურს დავასრულო.
მიყვარხარ...





მერე რა,
რომ გარეთ ცაა ღრუბლიანი,
ჩვენ ხომ ვარსკვლავები ასეც დაგვითვლია...
სულაც არ მანაღვლებს რაა უპრიანი,
ან ცუდ საქციელად თუ რას ჩაგვითვლიან.








კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1416 | დაამატა: DisfanMedia
სულ კომენტარები: 1
მადინა   მადინა'ჯასტინ
5:24 PM   მომწონს 0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
მინი-ჩეთი
ფუნქციები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

დიზაინი შექმნილია "ART DESIGN" © 2024
Free web hosting - uCoz