2 აგვისტოს საქართველოში პოპ ვარსკვლავი ენრიკე იგლესიასი ჩამოდის. ესპანელი მომღერალი ბათუმში კონცერტს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართავს.
კონცერტი ბათუმის ევროპის მოედანზე გაიმართება, რომელსაც 15 ათასი მაყურებელი დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ 'ჯეონიუსმა' ჯერ კიდევ ერთი თვის წინ სანდო წყაროსგან შეიტყო, რომელიც ესპანელი მომღერლის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებდა. ამჯერად კი დაზუსტებული ინფორმაციით, პოპ ვარსკვლავი ბათუმში კონცერტს აგვისტოს დასაწყისში გამართავს.